logo
ENG



"ჩემი შვილი ჯანმრთელი იყო" - 35 წლის გარდაცვლილის ოჯახი ჯანდაცვის სისტემას ადანაშაულებს

18 დეკ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი 35 წლის გიორგი მიმინოშვილის ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მთავარ მიზეზად ექიმების გულრგილობასა და უყურადღებობას ასახელებენ. 

გიორგი მიმინოშვილი კოვიდსასტუმროში პირველად 11 დეკემბერს მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, ახალგაზრდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 დღის შემდეგ დამძიმდა, რის გამოც, ინფიცირებული რუხის საავადმყოფოში მოათავსეს. 8 დღიანი უშედეგო მკურანლობის შემდეგ მიმინოშვილი დღეს, 18 დეკემბრის გამთენიისას გარდაიცვალა. 

"ჩემი შვილი ჯანმრთელი იყო", - ყვება ფორმულასთან გარდაცვლილის დედა, რომელიც შვილის გარდაცვალებას არასათანადო, დაგვიანებულ მკურნალობას უკავშირებს, - ვფიქრობდი, ამას რა მოერევა მეთქი". 

გარდაცვლილის ოჯახის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ მკურნალმა ექიმმა დაუწყო შეუსაბამო დანიშნულებით მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს მაღალი სიცხეები და ფილტვების ანთება აღენიშნებოდა, ექიმმა ის კორონავირუსის ტესტის გასაკეთებლად არ გადაამისამართა და მას ანტიბიოტიკები გამოუწერა. 

კორონავირუსი მიმინოშვილს მხოლოდ კვარიათის კოვიდსასტუმროში მისვლის შემდეგ დაუდასტურდა. იქ მოახერხა პაციენტმა პირველად ვირუსზე შემოწმება. 

"კოვიდსასტუმროში გადაღება ვერ გაუკეთეს ორი დღე", - ყვება გარდაცვლილის მეუღლე ფორმულასთან, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, რომლის გამოც, მისი თქმით, მეუღლე ვერ გადაარჩინეს. 

გარდაცვლილის მეუღლის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს კოვიდსასტუმროში არასათანადოდ მკურნალობდნენ, გადაუდებელი პროცედურების უზრუნველყოფას კი მნიშვნელოვნად აგვიანებდნენ. 

"40-ზე მაღალი ჰქონდა სიცხე", - ყვება ის ფორმულასთან, - "ერთი აბი მომცესო და სიცხე არ მიწევსო და ვეხვეწები ექიმებს რომ მეორეც დამიმატონო". 

გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დროული და ადეკვატური დიაგნოზის, შემდეგ კი, სათანადო მკურნალობის პირობებში გიორგი ნონიაშვილი გადარჩებოდა. 

 


close დახურვა